ათენიდან საქართველოში 180 ადამიანი ჩამოფრინდა

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგი რეისი შესრულდა. 180 ადამიანი ათენიდან ამჯერად ქუთაისში ჩამოფრინდა.

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც 2 კვირა დარჩებიან.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები ქვეყნის მასშტაბით 105 სასტუმროშია მოწყობილი. დღეისათვის იქ 6500-მდე ადამიანია განთავსებული.

მსგავსი თემები