ბათუმში წუხელ გამოკვლეული 90 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტების პასუხები დღეს დილით გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია.
გამოსაკვლევთა შორის 40-მდე პირი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტი იყო.
სულ აჭარაში 1 900-მდე პირია გამოკვლეული.