საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 51 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.