“შავი ჭირის დროს ისეთ პირბადეებს ვიყენებდით, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია, ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა” – პაატა იმნაძე

“წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა

მსგავსი თემები