საქართველოს პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა ღამე კარავში გაათენეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე კარავია გაშლილი.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ
აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაშალა. დაკავებულია 37 პირი.