პარლამენტის წინ, 10-მდე კარავში აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს

საქართველოს პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა ღამე კარავში გაათენეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე კარავია გაშლილი. 

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ 

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაშალა. დაკავებულია 37 პირი. 

მსგავსი თემები