დღეს დილით, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი.
“ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყება მადლობას უხდის ინციდენტზე საგანგებო რეაგირებაში ჩართულ თითოეულ პირს.