ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დღეს დილით, გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული იქნა 6 ადამიანი.

“ამ დროისთვის, კლინიკებში რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მეორე კი – ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საყურადღებოა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებული 40 წლამდე საშუალო სიმძიმის პაციენტის მდგომარეობა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მადლობას უხდის ინციდენტზე საგანგებო რეაგირებაში ჩართულ თითოეულ პირს.

მსგავსი თემები