პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერების დაფინანსებისთვის მიმართავენ

ნატოს წევრი ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი – ევროკავშირის დაფინანსებას მოითხოვენ, რათა რუსეთსა და ბელარუსთან თავიანთი საზღვრების გასწვრივ ააშენონ ბუნკერები, ბარიერები, სადისტრიბუციო ხაზები და სამხედრო საწყობები. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ლატვიურ ქალაქ დაუგავპილსში შეთანხმდნენ. თავდაცვის მინისტრების თანახმად, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ბუნებრივი თავდაცვითი წინაღობების არმქონე ღია სივრცეზე ფიზიკური დაბრკოლებების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურად განვითარებულ ომშიც კი”.

მათ აღნიშნეს, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საზღვრებზე საფრთხეები მუდმივად იზრდება, ხოლო რუსეთთა და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ გამაგრებების გაზრდა “პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ვალდებულების შესრულებას, დავიცვათ [ნატოს] ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”.

 

 

მსგავსი თემები