„ლიბანელ ხალხს მივმართავ: ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს“- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

“ლიბანელ ხალხს მივმართავ, ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს, ცვლილებების დროა” – ამის შესახებ განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის დადასტურების შემდეგ გააკეთა.

„ჩვენს მტრებს: ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენს პარტნიორებს ვეტყვი: ჩვენი ომი, თქვენი ომია და ლიბანელ ხალხს მივმართავ: ჩვენ თქვენთან ომი არ გვაქვს. ცვლილებების დროა“ – განაცხადა იოავ გალანტმა.

მან აღნიშნა, რომ ჰასან ნასრალა ათასობით ისრაელის მოქალაქისა და ჯარისკაცის, ასევე, უცხო ქვეყნების მოქალაქეების სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

მსგავსი თემები