200-ზე მეტი ქალი ამბობს, რომ ეგვიპტელი მაგნატის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

200-ზე მეტი ქალი ამბობს, რომ ისინი იყვნენ მილიარდერ მუჰამედ ალ-ფაიედის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები. ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს. სექსუალუ შევიწროებაზე მას შემდეგ ილარაკეს, რაც გასულ კვირაში, ეგვიპტელი მილიარდერის, ლონდონში უნივერმაღ Harrods-ისა და პარიზში, სასტუმრო Ritz-ის მფლობელის შესახებ ფილმი გამოვიდა. ფილმში „ალ-ფაიედი: მტაცებელი Harrods-იდან“, ხუთი ქალი ყვება, რომ ალ-ფაიედმა ისინი გააუპატიურა. ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი გეგმავს, რომ უახლოეს პერიოდში მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ახლა პოლიცია იძიებს, ჰყავდა თუ არა ალ-ფაიედს თანამზრახველები.

ეგვიპტელი მაგნატის შვილი, 37 წლის ომარ ფაიედი ამბობს, რომ შეძრწუნებულია „ბრალდების მასშტაბითა და ხასიათით“, რომელმაც „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი სათუთი მოგონებები“ მამის შესახებ.

მუჰამედ ალ-ფაიედი ლონდონში, 2023 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2013 წლის მონაცემებით, მისი ქონება შეადგენდა 1,4 მილიარდ დოლარს.

 

მსგავსი თემები