ახალგაზრდა, რომელიც წუხელ თბილისში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა

25 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობა მაყენეს, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული.

დაპირისპირება საბურთალოს ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას რამდენიმე საათში გული გაუჩერდა.

მსგავსი თემები