მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს (video)

UFC_ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის.  როგორც დვალიშვილი ვიდეო მიმართვაში ამბობს, მას სურს, რომ გამარჯვება ქართველ გულშემატკივართან ერთად აღნიშნოს.

„გამარჯობა მეგობრებო, 29 სექტემბერს ჩამოვდივარ საქრათველოში და შეგხვდებით თქვენ, ქართველ გულშემატკივრებს. თქვენთან ერთად მინდა ავღნიშნო UFC_ის ქამრის მოგება“- ამბობს დვალიშვილი.

დვალიშვილი სამშობლოში 29 სექტემბერს, 17:00 საათზე ჩამოვა, აეროპორტში გულშემატკივრებს მასთან შეხვედრის საშუალება ექნება. აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.

 

მსგავსი თემები