„ტროტუარის ქვებია ნასროლი“- ფოთში ენმ-ს ოფისი დააზიანეს

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს. როგორც ენმ-ს ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით ხომერიკი აცხადებს, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

„მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ეს არ არის შემთხვევითობა, ან უამინდობის ბრალი, ფანჯარას აქვს ორმაგ მინა და რამდენჯერმე ძლიერად აქვთ ნასროლი მძიმე საგანი, რის შემდეგად დაიმსხვრა  ფანჯრები. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული. 7-8-ჯერ აქვთ ნასროლი მძიმე საგანი. ქვებია ნასროლი, ტროტუარის რემონტის შემდეგ მორჩენილი ქვებია ნასროლი“ – ამბობს ხომერიკი.

მსგავსი თემები