„ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია“- კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. კვარაცხელიას თქმით, მათ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეუძლიათ.

“ბევრი ფიქრობდა, რომ თითქოს აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით, თითქოს გაგვიმართლა, თუმცა განვლილი ორი თამაშით ვაჩვენეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია”- განაცხადა კვარაცხელიამ.

„ჩვენი ფეხბურთელები ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ”- ვილი სანიოლი

მსგავსი თემები