ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობილია, რომ მის ადგილს ბრიგადის გენერალი ონდრეი გნატოვი დაიკავებს.

მანამდე კი, სოდოლის წინააღმდეგ განცხადება აზოვს შტაბის მეთაურმა დაწერა. ბოგდან კროტევიჩმა სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს სოდოლის რუსეთთან შესაძლო კავშირზე გამოძიების დაწყება სთხოვა: ,,მთელმა ჯარმა იცის, ვინ არის ის და სამხედროების 99%-ს ის ეზიზღება”.

მსგავსი თემები