ვალეში, ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ცნობით, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყანეს. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მსგავსი თემები