რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ. მედიკოსებს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება თუ არა სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალიზაცია.

 სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.

მსგავსი თემები