„რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ივნისში უკრაინაში 2 400-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვის ოლქში.

„უკრაინას სჭირდება საჭირო საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების განადგურებისთვის, სადაც ისინი განლაგებულია“, – განმარტა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებსა და დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც გააუქმეს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ხელი შეუწყო ხარკოვის ოლქის საზღვრებთან სიტუაციის სტაბილიზაციას.

 

მსგავსი თემები