საქართველო-ჩეხეთის მატჩს ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩს,რომელიც  ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობდა, ათასობით ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგებს შორის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილიც იყო.

ისტორიული მატჩი გუშინ, 22 ივნისს ჩატარდა. შეხვედრა გუნდებს შორის ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი თემები