იძალადეს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად – ადვოკატის თქმით, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული ციხეში მძიმე პირობებშია

გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ბრალდებული გლდანის ციხეში მძიმე პირობებში იმყოფება. მას სხვა პატიმრები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ავიწროებენ, რის უკანაც ხელისუფლება დგას.

,,რუსულმა ხელისუფლებამ და რუსულმა სისტემამ თავისუფალი ახალგაზრდები აიყვანა ტყვედ და  გამოკეტა გლდანის ციხეში, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები შეაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც აღნიშნულ ადამიანზე, დაკავებულზე, იძალადეს ფსიქოლოგიურად, იძალადეს ფიზიკურად და უნდოდათ მასზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფმა პატიმრებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა.

ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა პატიმარ კაცთან შეუშვებ საკანში კრიმინალ ტიტუშკას, ახალგაზრდა ადამიანთან, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ყველაფრით სახალხო დამცველი უნდა დაინტერესდეს”, – განაცხადა ტყეშელაძემ.

მსგავსი თემები