ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 5 ტივტივა შეიძინა, რომელთა საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში შესვლასა და ბანაობას დამოუკიდებლად შეძლებენ. ასევე, მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, გამოსაცვლელი და საშხაპე.

პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს და ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. 

ინიციატივა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომლის პროექტზეც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად. 

მსგავსი თემები