მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შეთანხმება გააფორმეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაკრონმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარიზში განაცხადა.

„გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც განკუთვნილია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს“, – განაცხადა მაკრონმა.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, პარიზი აფართოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მანდატს უკრაინაში პროექტების მხარდასაჭერად ადგილობრივ დონეზე და აგზავნის 20 ტექნიკურ ექსპერტს უკრაინის სხვადასხვა საკვანძო სამინისტროებში ტექნიკური დახმარების გაწევისთვის.

მსგავსი თემები