„უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს“-სტოლტენბერგი

„უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, ხოცვას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაერო-ს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ, უფლება გაქვს, თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები