“ქარტიის გარშემო ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც ვერ გაიგეს ეს ქარტია”- თალაკვაძე

“რეალურად,გიორგი გახარიას პარტიის განცხადება არის პოლიტიკური ფანდი და შეთანხმებულია რადიკალურ ოპოზიციასთან – როგორც ჩანს, ქარტიის გარშემო სამი ჯგუფი ჩამოყალიბდება: “ერთქარტიულები”, “ნახევრადქარტიულები” და ისინი, რომლებმაც საერთოდ ვერ გაიგეს ეს ქარტია” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები თუ გაერთიანდებიან, მათ  “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” დაერქმევათ.

„ცხადია, მცდელობა რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” გახდეს ქარტიის ხელმომწერი, ლოგიკური იყო. ეს არის ის, რასაც სწორედ ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრებითა და ფერებით გადაფუთული “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები არ იყვნენ რეალური ოპოზიციური პარტიები. ამის მცდელობას ვუყურებთ ახლა. ჩვენთვის ორივე სცენარი მისაღებია. თუ გაერთიანდებიან გაგვიადვილდება, უფრო მარტივად დავარქმევთ სახელს – “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”. თუ ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებზე, ამისთვისაც მზად ვართ, საზოგადოებას ავუხსნათ ვინ ვინ არის.

რაც შეეხება პრეზიდენტობის საერთო კანდიდატს, არ ვიცი საკუთარ თავს ატყუებენ თუ ამომრჩეველს ამშვიდებენ. რა დროს პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე შეთანხმებაა, ჯერ საპარლამენტო არჩევნებია“- აცხადებს თალაკვაძე.

მსგავსი თემები