„ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს თავიანთი პოზიციის დაცვა“-რუსი დეპუტატი ე.წ „რუსულ კანონზე“

“უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე ხელმოწერით ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და გაეკეთებინათ არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად“- ასე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას.

მისი შეფასებით, ქართველი პარლამენტარები მოიქცნენ, როგორც პროქართველი პოლიტიკოსები და არა როგორც, პროდასავლელი პოლიტიკოსები.

„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლური ქვეყნების რიგ პოლიტიკოსებს სურს. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის მუქარა სანქციების შესახებ და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს ამ პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი თავიანთი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“- განაცხადა ტუროვმა.

 

მსგავსი თემები