,,თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს” – მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებებზე ისაუბრა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის პარტნიორების ნეგატიური განცხადებები უცნაურია.

„ძალიან უცნაურია, როდესაც ამ დონემდე მივიდა ეს წინააღმდეგობა, როდესაც აშკარად კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს – რა გვაქვს დასამალი ამ საქმეში, როდესაც ინტერესების თანხვედრა უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ეს პარტნიორების მხრიდან ხდება და მით უმეტეს, ეს არის უცნაური – თუკი ჩვენ პარტნიორები ვართ, ერთმანეთისგან დასამალი არაფერი უნდა გვქონდეს, უფრო მეტად უნდა ხდებოდეს ინტერესების თანხვედრა. მისი ინტერესი და ჩემი ინტერესი ჩემს ქვეყანაში უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუკი ემთხვევა ეს ინტერესი, მაშინ დასამალი რა არის აქ?“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი თემები