გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ ორ შტატში ვითარება კვლავ რთულია

გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულ ორ შტატში ვითარება კვლავ რთულია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მაშველი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.

ევაკუაცია გრძელდება რუდერსბერგის მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრი ადამიანი საკუთარ დატბორილ სახლებშია ჩარჩენილი. რთული ვითარებაა ბავარიაშიც, სადაც სტიქიის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაზარალებულ რეგიონებში დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ნენსი ფეზერთან ერთად ჩავა.

მსგავსი თემები