„საქართველოს მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია, ხელისუფლებამ ამ გაზას გადაუხვია“- კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმიანება. როგორც კამერონიო სოციალურ ქსელსი წერს, საქართველოს მოსახელობას ევროატლანტიკური ოჯახში სურს, ხოლო „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, ხელისუფლებამ ამ გზას გადაუხვია.

„საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია.  პრეზიდენტ @Zourabichvili_S ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას,” – წერს კამერონი.

მსგავსი თემები