რუსეთში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლება დაიწყო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  სამხრეთის ოლქის სარაკეტო შენაერთების პირადი შემადგენლობა ახორციელებს „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის სპეციალური საბრძოლო მასალების მოპოვებასა და რაკეტა-გადამზიდების აღჭურვას, ასევე მათ ფარულად გადატანას გამშვებ პუნქტებზე.

ამავე ცნობით, საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფების ჯარისკაცები წვრთნებს გადიან ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტების განთავსებაში.

მსგავსი თემები