,,დახურულ კარს მიღმა პირდაპირ იყო მოწოდებები ომში ჩართვაზე” – კახა კალაძე უკრაინის ომზე

,,დახურულ კარს მიღმა პირდაპირ იყო მოწოდებები ომში ჩართვაზე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„კაბინეტებში, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ ზეწოლა, მოწოდებები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, არის საჯარო განცხადებები, რაც კეთდებოდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეორგანიზებინა ჩარტერები და უკრაინაში  გაგვეშვა მოხალისეები. ხომ გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო ამასთან დაკავშირებით?! ე.ი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ უბედურებაში, რაც ხდება ახლა სამწუხაროდ, უკრაინაში“, – აღნიშნა  კახა კალაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.

მსგავსი თემები