ახალგაზრდული მოძრაობა ,,დაფიონი”, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან აქცია-მსვლელობას აანონსებს.
,,ძვირფასო ქართველებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს!
21 მაისს ვიკრიბებით პარლამენტის წინ 15:00 საათიდან, შემდეგ კი გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა, კანონის სრული დაცვით!
ყველას უნდა მოვუწოდოთ გაფიცვისა და ერთიანობისკენ!
უნდა ვიბრძოლოთ უწყვეტად მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ,” – წერია განცხადებაში.