თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მარში გაიმართება. ორგნიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 24 მაისს 19:00 საათზე დაიწყება. მათი თქმით, ისინი მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

„ „რუსული კანონის“ ინიცირებიდან დღემდე, შეთითხნილი ბრალდებით, პროტესტში მონაწილე 2 ასეულ ადამიანზე მეტი დააკავა პოლიციამ. ათეულობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითრები არჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ასეულობით ადამიანს იბარებენ უსაფუძვლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად. ათეულობით ადამიანი პოლიციამ სასტიკად ცემა, ზოგიერთი მათგანი დღემდე მკურნალობს“- ამბობენ ორგანიზატორები.

მსგავსი თემები