„ამ კანონის უკან დგას რუსული ტანკები“ – ქუთაისში აქცია იწყება

ქუთაისიში სტუდენტები საპროეტსტო მსველობისთვის ემზადებიან. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ე.წ „რუსული კანონი“ არის ბოროტება და მათ არ სურთ იყვნენ წყვდიადში.

„რუსული კანონი არის ბოროტება, რომელიც გვაბრუნებს ბოროტების იმპერიაში. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით გულაგის დაბრუნებას და საკონცენტრაციო ბანაკების სამართალს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს რუსეთის ნაწილი, რადგან ამ კანონის უკან დგას რუსული ტანკები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჯერ ამკვიდრებს თავის კანონებს, შემდეგ კი შემოდის ტანკებით. ამიტომ ჩვენ არ გვსურს, რომ ვიყოთ წყვდიადში. ჩვენ წინაპრებს ამისთვის არ უბრძოლიათ”, – ამბობს ერთ-ერთ სტუდენტი.

მსგავსი თემები