„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კარი ამ დროისთვის დახურა“- მიხეილ როთი.

“საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კარი ამ დროისთვის დახურა, მაგრამ ეს კარი შეიძლება, ნებისმიერ დროს გაიხსნას, თუ ეს კანონი გაუქმდება, ამიტომ თბილისში დემონსტრანტებს ჩვენი წახალისება და სოლიდარობა სწორედ ახლა სჭირდებათ”- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გერმანულ გამოცემა Vorwaerts- თან ინტერვიუში განაცხადა.

როთი აცხადებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობა დაშინებულია.

„ავტორიტარიზმი ყველგან ძალიან მსგავს მექანიზმებს იყენებს. სამოქალაქო საზოგადოება დაშინებულია, უმცირესობები – განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობები, დისკრიმინირებულია და პოლიტიკური კონკურენტები გამოცხადებული არიან მტრებად. ზოგადად, ირწმუნებიან, რომ უკმაყოფილება საზღვარგარეთიდან ბნელი ძალების მიერ კონტროლდება. ჩვენ უკვე გამოვიარეთ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნებში. საქართველოში ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას სურს თავისუფლება, დემოკრატია და თვითგამორკვევა. „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ არსებითად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ჩართულობას, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია“, – განაცხადა როთმა.

მიხაელ როთმა აღნიშნა, რომ საქართველოსი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება.

„ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება. პოლარიზაცია, რომელიც ახლა მიზანმიმართულად ხდება, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დისკრიმინაციასა და ტყუილით დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად მასშტაბური საპროტესტო აქციებისა, შეუძლებელი არ მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ მოიგოს არჩევნები ოქტომბერში და გააგრძელოს მთავრობის ფორმირება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ძალიან დაყოფილია და ცუდ მდგომარეობაშია“, – განაცხადა როთმა.

მსგავსი თემები