„პოლიციას ესროდნენ ბლაგვ საგნებს“- დაკავებულია აქციის 13 მონაწილე

„აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგნებსა და საღებავებს“- აცხადებენ შს სამინისტროში.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი,  გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

„მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით  ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგნებსა და საღებავებს. ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე“- ამბობენ შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფფორმაციით, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი არის დაკავებული.

 

მსგავსი თემები