რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“

„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების ღალატი. რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი აღარ დარჩა.

„რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა. დაწყებული გაერო-თი დამთავრებული ნატო-თი ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს ჩაიდენს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად – საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში. როდესაც საქართველოს ტოვებთ პარტნიორების და მეგობრების გარეშე – უფლება არ გაქვთ ხმა ამოიღოთ “, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მსგავსი თემები