აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ყოველწუთს იძაბება. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც და გაჟღერდა გაფრთხილებაც, რომ თუ აქცია არ დაიშლება, გამოყენებული იქნება შესაბამისი ძალები.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოეთს გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

 

მსგავსი თემები