,,გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში” – ბოკუჩავა ,,ოცნებას”

თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა. საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, ოხანაშვილის, მდინარაძის, პაპუაშვილის არაა, არც რუსეთისაა, ის იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც მის ევროპულ მომავალს ასეთი სიმტკიცით იცავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

,,ქართველმა ხალხმა გაჩვენათ მხდალ 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ. ერთს სცემთ? ასი გამოვა! 10 დაიჭერთ? 1000 გამოვა, 1000 დამუქრებით? 100 ათასი გამოვა თბილისის ქუჩებში. პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მათი კონსოლიდაცია, მეტი ერთობა და მეტი რწმენა გამარჯვების. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში, გამოდით პარლამენტის გარეთ ისე, რომ არ დაიმალოთ! საქართველო რუსი ოლიგარქი ივანიშვილის არ არის, არც კობახიძის არის, არც ოხანაშვილის, არც მდინარაძის, არც პაპუაშვილის, არც რუსეთის, საქართველო იმ ახალგაზრდების არის, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ თბილისის ქუჩებში”, – უთხრა „ოცნების“ დეპუტატებს თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები