„თუ არ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, თავიდან აიცილებენ მკაცრ სასჯელს“- მინისტრი

“მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული”- განაცხადა ბრიფინგზე ვახტანგ გომელურმა.

შს მინისტრის თქმით, მათი სურვილი არ არის საქართველოს მოქალქე ან უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“- აღნიშნა მინისტრმა.

„ყოველგავრი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ 222-ე მუხლს“ – გომელაური

მსგავსი თემები