„ყოველგავრი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ 222-ე მუხლს“ – გომელაური

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცახდებით, გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო ლოიალური მიდგომა გარკვეულ მუხლებთან მიმართებაში. რამაც მინისტრის თქმით, ცუდი გავლენა იქონია დანაშაულის პრევენციაზე.

”შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“- აღნიშნა მინისტრმა.

გომელაურის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაცშეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის  ბლოკირება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე“- გომელური მომიტინგეებს აფრთხილებს

 

მსგავსი თემები