„ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას“- აქციებს 7-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი უერთდება

სასწავლო პროცესებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ნაწილი. სტუდენტები ამბობენ, რომ აღარ შევლენ აუდიტორიებში და შეუერთდებიან აქციებს.

როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესზე უარს ამბობენ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მსგავსი თემები