„ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება“, – პაველ ჰერჩინსკი.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი განმარტებით, კანონპროექტის არ არის თავსებადი ევროკავშირეის ნორმებსა და ღირებულებებთან.

რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გვაქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იქნეს მიღებული. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე“- განაცხადა ელჩმა.

ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ კანონები საქართველოში უნდა მიიღოს პარლამენტმა და არა სხვა ვინმემ, თუმცა ის ვალდებულია განმარტოს თუ რა შედეგები მოყვება კანონპროექტის მიღებას.

კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ამ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც არის სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი“– განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები