„დაველოდები 20 ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას, ხომ შეიძლება, მე ვცდებოდე“- მდინარაძე

„გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით“- წერს მამუკა მდინარაძე სოცილაურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას, დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს.

“ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და „ტას.ჯი“-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას. მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია. ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე შეუძლია იანგარიშოს ხალხის რაოდენობა. დიდი ინტერესით დაველოდები ოციათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას. ხომ შეიძლება მე ვცდებოდე და სიმჭიდროვე 3-4 ადამიანი იყოს ერთ კვადრატულ მეტრზე ან „ტას.ჯი“ ცდებოდეს და ცხრა კი არა, 25-30 ათასი კვადრატული მეტრი იყოს ეგ ტერიტორია!”, – წერს მდინარაძე.

მსგავსი თემები