ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოლოქი-ნატანების გზაზე – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთში, ჩოლოქი-ნატანების დამაკავშირებელ  საავტომობილო გზაზე. ქობულეთის სანდასუფთავების ნაგვის შემკრები მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

,,აჭარის ტელევიზიის” ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ქობულეთის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი თემები