პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. როგორც სიტყვით გამომსვლელებ აცხადებენ, ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება და არ აპირებენ დაშლას. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გაიტანონ კანონპროექტი პარლაენტიდან.
„ბრძოლას მოვიგებთ მტკიცედ, მშვიდად და ღიმილით“ – ასეთია აქციის მონაწილეების პასუხი მიმდინარე პროცესებზე.
გუშინდელისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირზე არ ჩანან სპეცდანიშნლების რაზმები, სამართალდამცველები და წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცველები პარალელურ ქუჩებზე არიან მობილიზებული, ასევემ ისინი იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.