ახლობლების ცნობით, იპოვეს აქციის მონაწილე, რომელსაც გუშინდელი ღამის შემდეგ ოჯახი ეძებდა. თორნიკე მარუაშვილის ბიძაშვილი ამბობს, რომ 29 წლის ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამატებითი ინფორმაცია და ის, თუ რა დაზიანებები მიიღო მან, ამ ეტაპზე უცნობია.