უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემების მიხედვით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 500 ბავშვი დაიღუპა. 1 097-ზე მეტი არასრულწლოვანი კი დაშავდა.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში დაშავდა.
დონეცკის რეგიონში – 485
ხარკოვის ოლქში – 298
კიევის ოლქში – 129
ჩერნიგოვის ოლქში – 71
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 97
ხერსონის ოლქში – 118
ზაპოროჟიეს ოლქში – 97
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97
აღნიშნული სტასტისტიკა 13 აგვისტომდე არსებულ მონაცემებს მოიცავს, თუმცა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.