18:00 საათზე რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტება. პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და რიგითი მოქალაქეები ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. არსებული ინფორმაციით, აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პარალელურად, აქციის მონაწილეები კახეთში ე.ქ. რუსულ ქორწილსაც გააპროტესტებენ.
ოპოზიციის განცხადებით, საქარწილოდ სერგეი ლავროვის ოჯახის დასანქცირებული წევრების საქართველოში სტუმრობა პირდაპირი მიზეზია იმისა, რომ საქართველო სანქციებში მოექცეს.