“ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია” – გამომძიებელი ჟურნალისტი

პროექტ “ბელინგქათის” გამომძიებელი ჟურნალისტის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია და მის ვინაობას რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს.

ქრისტო გროზევმას თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სხვა სახელითა და გვარით იმალებოდა. 

გუშინ, ბერლინის პოლიციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო და საზოგადოებას მოუწოდა, მამაკაცის ვინაობაზე დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ სამართალდამცავებისთვის.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მსგავსი თემები